Create New List
Share with your friends
Customize readability

კრემი

All Rights Reserved ©

Summary

კრემსა და ადამიანს შორის განვითარებული დაძაბულობა, რომელიც ღრმა და სასტიკია. პ.ს. ჩემი პირველი ნაწარმოებია :)

Status
Complete
Chapters
1
Rating
n/a
Age Rating
16+

კრემი


ისედაც ჩამოტეხილ ფანჯრის რაფაზე მიცხებულიყო დაბადების დღის ტორტის კრემი. კრემი, რომელიც სიმწრით აღვსილიყო, უყურადღებოდ დარჩენილიყო. სამწუხაროდ, არავის აქვს თავი იმისა, რომ საბოლოოდ მოწმინდოს და მორჩეს ეს ტრაგიკული სანახაობა კრემისა, რომელიც თავს ძლივს იკავებს და აღსასრულს ელოდება. მოდით გავიზარდოთ, გვეყოს გამბედაობა და გავაქროთ ეს საზიზღარი. ის ხომ ნერვების მოშლის მეტს არაფერს გვიშვრება?! გვეზიზღება, თუ როგორ აფუჭებს, სვრის ფანჯრის რაფას. არ არის ღირსი ჩვენი გაღიზიანების ეს პაწუა ტორტის ნაწილი.

…

არსად ჩანს კრემის მომწენდი ადამიანი. დიახ, ყველას გვსურს მისი აორთქლება და მოშორება, მაგრამ სად ვართ? რატომ არ ვაკეთებთ ამ ყველაფერს?! ნეტავ ვინმე გვიშლის ხელს? ნუთუ ვინმე გვიკრძალავს, მოგვიწოდებს, რომ არ ვქნათ, არ გავწმინდოთ? ეს ხომ უბრალოდ კრემია?! უსულო, უგრძნობი, კვერცხისა თუ კარაქის ნაერთი. ისევ ჩვენი, ადამიანების შექმნილი, რომელიც ჩვენდა გასაკვირად ფანჯრის რაფაზეა. არვინ ლამობს მისი მტკივნეული აღსასრულის დაჩქარებას. ზოგი უყურებს, თუ როდის ჩამოიწუწება ცივ, ხმელ ხის იატაკზე და აღესრულება ისედაც უსიცოცხლო ქმნილება. ზოგს სულ არ აინტერესებს და ვერც კი ხედავს ამ ინტენსიურ, უბედურ ამბავს. მათთვის ეს უბრალოდ კრემია. ტორტის კრემი.

მე კი ვუყურებ, ჩემსა და უგულებელყოფილ ნაერთს შორის ყველაფერი იძაბება, რთულდება. ოფლი მდის, თვალებს ვძაბავ და ვუყურებ. ვუყურებ, თუ როდის მორჩება ეს საცოდავი ამბავი. ვერ ვბედავ მოწმენდას. ხელი არ, ვერ მიმდის. არ შემიძლია. ვუყურებ და ვკვდები საცოდაობით. ვერაფერს ვამბობ. ეს სირთულე მხოლოდ ჩემსა და კრემს შორისაა. ლავიწები მიკივის. სისხლი თუხთუხებს. კბილები მეღრიჭება. მუხლი მიკანკალებს. კრემი უძრავ მდგომარეობაშია და ეს ყოველივე უფრო ცუდად მხდის. თმებს ვიგლეჯ. ნუთუ როდის მორჩება ამ უბედურის ამბავი?! როდის იქნება ის დრო, როდესაც საბოლოოდ ჩამოეწუწება და მორჩება მტკივნეული მომენტი, რომელიც საათობით გრძელდება?!

მახურებს. 

ვზივარ და ვუყურებ. 

ვერ ვმოძრაობ. 

კრემი ნელ-ნელა ძირს იწევს. 

გუგები მიფართოვდება და გულის რიტმი ირღვევა. ტაქიკარდია მაქვს. 

ჩამოდის!

მგონია, რომ ნამდვილად ჰალუცინაციები დამეწყო და თვალებს ვერ ვუჯერებ. 

ქვევით მიიწევს. კრემი ტანჯვის დასრულებისკენ მიექანება. მას ძალზე უნდა დასვენება!  აღსასრულის მოსვლისკენ ილტვის და მთელი ღონით ქვევით მიიწევს, რომ საბოლოოდ მოსწყდეს ტანჯულ წუთისოფელს და გაქრეს! დაძაბული ვუყურებ და ყოველ წამს ველოდები, თუ როდის ჩამოფრიალდება იგი. გული ვეღარ მიძლებს სანამ…

…

სანამ საზოგადოების იმ კატეგორიის წარმომადგენელმა, რომელსაც სულ არ აინტერესებს კრემის ამბავი, გამოდის და უთქმელად წმინდავს მას. ეს ადამიანი მოდის, შეუფერხებლად, გამბედაობით იღებს სალფეთქს, წმინდავს კრემს და ურნაში აგდებს. ვითომც არაფერი. მე კი ვრჩები სასოწარკვეთილი. ვერ ვხვდები რას ვგრძნობ და უბრალოდ ფანჯრის რაფას შევცქერი. გულის რიტმი ნორმაში ჩამიდგა. სისხლიც დამშვიდდა. გუგები დაპატარავდა. ლავიწები დაწყნარდნენ. ტვინი დამილაგდა. ოფლი აღარ მდის, მაგრამ გონება? დავრჩი სრულად შოკირებული. ვერ ვხვდები იმ ადამიანის ნეირონების ქმედებას. მას შევცქერი და ვიბნევი, ის კი მშვიდად გადის ოთახიდან და საბოლოოდ ვრჩები მარტო ტახტზე, რომელიც ძველია და მტვრის ბუდეა. გაყვითლებულ ოთხ კედელში, რომლებიც ყველაფრის შემსწრენი გახდნენ. გახუნებული ხის გაყინული იატაკი, რომელიც სულმოუთმენლად ელოდა კრემთან შეხვედრას, ან პირიქით, სულაც არა. ჩამოტეხილი ფანჯრის რაფა, რომელიც უკვე შეესწრო ასეთ ვითარებას ახლო წარსულში…

Let local ginger jazz cat know what you thought about this chapter!
Love this

1

Love this

Funny

0

Funny

Spicy

0

Spicy

Suspenseful

0

Suspenseful

Emotional

0

Emotional

Profound

0

Profound

Heartwarming

0

Heartwarming

Shocking

0

Shocking

Good Writing

1

Good Writing

Compelling Plot

0

Compelling Plot

Great Character

0

Great Character

Strong Dialog

1

Strong Dialog

Further Recommendations

PARIS IN THE DARK

Hester: Very good, was short too the point , not lingering on the abuse, pity you didn’t let him step in earlier knowing the abuse was happening, but this is almost real for some women who have gone through it, just wish they could all have a princess at te end of thete tunnel

Read Now
Our third chance

Jkind12: Good story!

Read Now
The Rewrite

Kate Schimmer Child: Amazing plot and characters. And so impressive you’ve written a story inside a story. Can’t wait to read more of your work ❤️

Read Now
Married by Fate

Bargara4670: This is a real feel-good love story. I enjoyed it very much. I'll certainly read more by this author.

Read Now
Nothing Between Us

Claudia: Chat gbt recomandationEasy to read, catching, funny, relatable.

Read Now
Hit and Run

Kimberly: It's nice to have a great book that you can simply melt into. There's a touch of drama but not so much that it's jarring. There's a touch of spice but not so much that you'd be ashamed at recommending it to your mother. The characters have you both chuckling and rolling your eyes at the same time. ...

Read Now
Off limits to fate, My Alpha, my sin

Sherry: An excellent story and well written.

Read Now
We Only Fake It on the Weekends

tmjhilton: Call me sappy, but I've always been a sucker for a simple, classic love story that makes you smile and dream about happy times. This is one of the sweetest stories I've read in a long time. No bodice-ripping needed for me. Just a sweet classic love story about friends who fall in love. Kudos to the ...

Read Now
The Grumpy Next Door

Jkind12: Amazing story. Loved Suzy and Logan. A fairy tale ending is really great .

Read Now