Prologue
მშვენიერი და ლამაზია ზღვა, მაგრამ ამასთან ოდნავ აფორიაქებული და მღელვარეც. იმის მიუხედავად, რომ გუშინ შტორმი იყო, ზოგიერთ კლდეს მაინც პატარ-პატარა ლურჯ-მწვანე ტალღები ეხლება.
სანაპიროსთან ხალხი ისე მოგროვებულა, თითქოს წუხელ არაფერი მომხდარიყო.
პლაჟზე ჩვეულებრივად აგრძელებენ ბედნიერად სეირნობას.
მეც ამ განწყობით ვიმუხტები, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის მახარებს, რომ ჰაერში გაზაფხულისა და ზაფხულის სურნელები ერთმანეთს შერწყმია და ამასთან საოცრად ნაზი, თბილი სიო ქრის, რომელიც ლოყებზე მელამუნება და რომელიც მიზეზი ხდება ჩემს სახეზე გამოსახული ღიმილისა.
შემაღლებული ადგილიდან ყველაფერი ხელისგულივით მაქვს გადაშლილი — ცა, უამრავი ხე, კლდეები, სანაპიროზე მყოფი ხალხი და რაც მთავარია, ზურმუხტისფერ-ფირუზისფერი ზღვა, რომელიც გადატანილი შტორმის შემდეგ ასე, თუ ისე მშვიდი ჩანს.
ვუყურებ, ვუსმენ და ტალღების კლდეებთან მიხეთქების ხმით ვტკბები. წყლის ეს უცნაური ბგერები მადუნებს და განტვირთვის საშუალებას მაძლევს. იმდენად დიდ განცხრომებში მაგდებს, რომ ვერც კი ვხვდები, როგორ მიახლოვდება მაო ზურგს უკან.
-ნინა, საყვარელო -მხარზე მსუბუქ შეხებას რომ ვგრძნობ, მისკენ თავს გვერდულად ვაბრუნებ- შენ სანახავად ორი ადამიანია მოსული. როგორც კი მაო წინადადებას ასრულებს, სახლიდან ნაცნობი ხმა გამოდის:
-ნინა!
მღელვარებისგან გული მიჩქარდება და ფეხებშიც ვგრნობ რომ ძალა მერთმევა, მაგრამ თავს ვაიძულებ სკამიდან წამოვდგე.
მაო დახმარებას მთავაზობს, თუმცა უარს ვეუბნები.
-ნინა! კიდევ მესმის ნაცნობი ადამიანის ყვირილი სახლიდან.
იმ შუშის კარს, საიდანაც მისაღები ოთახიდან ეზოში გამოდიხარ(რომელიც შემდეგ ზღვის უმშვენიერეს ხედს გადაჰყურებს), დიდი ინტერესით ვაკვირდები და ვუცდი, როდის გაიხსნება. თუმცა მე თვითონ არ მივდივარ, რომ გავაღო.
-ნინა! კიდევ ერთხელ მესმის ხმა და აი, ნაცნობი ადამიანის დანახვაზე გული უფრო სწრაფად იწყებს ცემას.
კარი ჩუმად იხსნება, მაგრამ ჰარი მაინც ხმაურიანად ახერხებს გამოსვლას.
-ღმერთო, ცოცხალი და უვნებელი ხარ... აკანკალებული ხმით მათვალიერებს და იქვე იკეცება, მიწას მუხლებით ეცემა.
ხელისგულებით სახეს იფარავს, მაგრამ მაინც ვხედავ, როგორ მოსდის ცრემლები მწვანე თვალებიდან.
თავს დაბლა ხრის და იდაყვებს მისსავე მუხლებს აყრდნობს. მომტირალს მხრები აუდ-ჩაუდის და ამის შემხედვარე, რთულია, ემოციები შევიკავო.
მინდა, რომ ჩემს ძმასთან მივიდე, დავიხარო და მოვეხვიო, მაგრამ ასე მგონია, მიწიდან უხილავი ხელები ამოიზარდნენ და მაკავებენ. ერთ ადგილას გაშეშებული შევყურებ ჰარის, რომელიც მთელი არსებით მოთქვამს.
გული მიკვდება, ათას ნაწილად მეფლითება და ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ორგანიზმის თითოეულ წერტილში მტკივნეულად იფანტება და ახლა ერთი ადგილის მაგივრად, ყოველი უჯრედი, სისხლძარღვი, ფილტვი, კაპილარი და ტვინიც კი მიფეთქავს.
და ეს ყველაფერი მაშინ წყდება, როდესაც კარში კიდევ ერთი ადამიანის მზერას აწყდება ჩემი თვალები.
იმ ადამიანის, რომლის გამოც ახლა ასეთ მდგომარეობაში ვარ.
იმ ადამიანის, რომელიც დღემდე უზომოდ, თავიდან ბოლომდე და საუკუნოდ მიყვარს.
ამ დამღუპველი გრძნობით გაჟღენთილი მის ყავისფერ, გამუქებულ თვალებს მზერას არ ვაშორებ, რომლებიც ხან ჩემს გაზრდილ მუცელს უყურებენ, ხან ჩემს სახეს.
და გაოცებულს, ვამჩნევ, როგორ მოსდის ცრემლები, მაგრამ არც ერთს არ იშორებს. მის სახეზე გამოხატული დიდი ტკივილის მიუხედავად, მაინც იღიმის, ზუსტად ისე, როგორც სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, როცა სიყვარულში გამომიტყდა და ჩვენი ამდენხნიანი კავშირის მანძილზე ასეთი საყვარელი, გულწრფელი ღიმილი პირველად მაჩუქა.
________________________
Hellooooo, sweethearts💖🌸
როგორც ხედავთ, ახალი მოთხრობის პროლოგი დავდე და სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი რამდენად გაამართლებს, მაგრამ ვიმედოვნებ, მოგეწონებათ😇💙
თუ საინტერესო გამოდგება, რამდენიმე თავს ავტვირთავ მომდევნო დღეებში და იმის მიხედვით, თუ როგორ იაქტიურებთ, გადავწყვეტ გავაგრძელო თუ არა..
انا احبك جميعًا!💞